ხვალგუშინის სინდრომი
აბსურდს წესრიგი ეძნელება, სიჩუმე შეჭამეს მერანებმა. ქრობით დაავადნენ შეგრძნებები — „თვალებს თვალები ენანება“. სიზმარი პიჯაკში ბურანია, სიყვარულს ვახველებ მიკრობივით. შენს თვალებს თვალები უნანია — მზერას მიკრობივით მიკრობილი. გულები დადიან ინკოგნიტოდ, მზერამ მეც გულში მიმახოცა. სიჩუმემ დაჭამა საათები — ხვალგუშინი და სიზმარხორცა. მტვერი თვალებიდან გამოვგავე, ჩვენი სინამდვილის საპატრონოდ. მზერა გუთანივით გამოგაბი — მზერას მიკრობი ჰყავს, ქალბატონო. ღამე გაიტაცეს მერანებმა და ცამ თავის თავზე აიწია. „თვალებს თვალები ენანება“, მაგრამ წამწამებმა რა იციან? მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2017 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი