სიცოცხლეები


სუნთქვა მკაფიო, მთვრალი ღამე, ვნება, შეიკი,
სუნი ჟასმინის, მკვეთრი რიტმი, ჩაი ლიმონით,
შენ ეს ცხოვრება ქალბატონო ისე გიმონებს,
არ გაგაჩნია უკვე ვხვდები გზები შენ იქით...

სილურჯეებში, თეთრ ყვავებში, სითავხედეში,
სიცოცხლეები სისხლებია, დედაჩემია!
ნუ გამოკეტავ ადამიანს ხორცის კედელში,
დამპალი შანსი და ისედაც დღე დაგრჩენია!

ჰო, ეს სამყარო ისეთია როგორსაც ხედავ
და შენზე არის ერთადერთი, თუ როგორ გაძლებ.
სიკვდილზე დიდი - სისხლებია! ეს არის დედა!
სიცოცხლეები სისხლებია და ზომას გვაძლევს!

აღარ გამშვიდებს სილაჟვარდე, ბაღი მზიანი,
არ გითხოვია.. ღმერთმა ისე გაჩინა, გზიდა.
შენი ლექსებიც, ლოცვებივით გაღიზიანებს,
ჰო, როგორც სულის აყროლება მომაკვდავ მდიდარს.

ვულგარულობა ამ სიტყვებში უნდა შემეტყოს,
თავისუფლების მზე ადუღდეს ძვლებში მამონტის,
მაგრამ გწამდეს და მთავარია მუდამ : Memento, 
რომ ყველაფერი სამომავლოდ მაინც გამოდის!


                                       მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
                                                                           2021 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი