რას ეუბნება კედელი კედელს?
ვშობთ ტენდენციას ნაკეც ნეტარის ვნებას ვერ ვუქმნით რადგან ანტიდოტს. შენა ხარ ჩემი ყველა დეტალი ნეტა გესმოდეს... ნეტა აქ იყო.... ანტიდოტები არააქვთ ვნებებს, სისხლში ამზადებს ცოდვა ნიშადურს. დღეები თავებს ინადგურებენ, მაგრამ მიშა დუმს... გამოვადექი მო, მე სიკამურს, ვრწყავ შენი სულის სავსე კიდობანს. მომეცი შუღლი შექმნილ სიყვარულს! დიდება ომს და არა მშვიდობას! შენი სტრიების გულთან მიტანა როგორ მინდოდა, გესმის? მო, ისევ. თუ ხელოვნების მოკვდა ინტიმი კედელი კედელს აღარ მოისმენს. შენი სტრიების მსურს ინტიმს ვკვეთდე, დაძრული სისხლი ჟონავს ლოგინში და ეუბნება კედელი კედელს; კუთხეს მოგისჯი! რა ბუნდოვანი და რა უხეში.. არის ცრემლები; სხვების სასმელი. მო, შეიყუჟე სადღაც კუთხეში როგორც დასჯილი პირველკლასელი. არარაობით დღეს მო, ცა ტირს, კომფორტულია უფალით ყველა. უსმინე კედლებს გთხოვ, მოცარტივით მხოლოდ კუთხეში იპოვნი შველას. მტვერი ეძახის წიგნების გვერდებს; აღარ მოხვდები ახლა ცუდ ხელში და ეუბნება კედელი კედელს: დაგელოდები მუდამ კუთხეში. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2021 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი