როცა სანთელი იყო მზე...


ასე მგონია, კერას მივყვები,
მივყვები ჩუმ კვალს,
სადაც ღამეებს ანათებდნენ
კერასინკები.
მა, გახსოვს, როგორ გავიყავით
ჭერამის კურკა?
მეზობლის სიმინდს ვიპარავდით —
ციცქნა ხვლიკები.
მაშინ ღარიბი იყო ეზო,
მაგრამ მდიდარი იყო ბავშვობა.
და გვერდით იდგა სიყვარული —
მამასთან ერთად ის თამაშობდა.
მა, ჩვენს ოთახში შუქი მოვიდა!
მზეს აღარ ჰქვია სანთელი, მამი.
დაკარგულ დღეებს ნუთუ მოიტანს
ჩვენი სიცოცხლის ახალი წამი?
მა, ჩვენს ოთახში შუქი მოვიდა!
მა, ჩვენს ოთახში ჩრდილებიც გათბა.
და ცივ კედლებზე პირველად ვნახეთ
ჩვენი ღიმილი და ჩვენი სახე.
მამა ამბობდა:
„გავუძლებთ, შვილო...“
ჩვენ კი გვეგონა,
რომ ყველა მამა იყო
რკინისგან გაკეთებული.
არადა, გულში ატარებდა
არა რკინას —
არამედ მირონს.
არ ვიცოდით მაშინ, მამიკო,
რომ რკინასაც სტკივა დარტყმა,
რომ ჩუმადაც შეიძლება იტიროს
ადამიანმა, ვინც ყველას იცავს.
და სანამ ჩვენ გვეგონა,
რომ მამა იყო უკვდავი,
ის ჩუმად ლოცულობდა,
რომ ჩვენ გვქონოდა
უფრო ნათელი დღეები.
ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი