ავადმყოფი ლექსი


ლექსო, შე, ავადმყოფო,
ნუ ემსგავსები მჯირყვნელს.
იქნებ დრო არის, სტროფო,
დროის მდინარეს მიჰყვე.

ლექსო, რას ერჩი პროზას?
ანდა, რას ერჩი ესეს?
ეს შეგნებული პოზა —
შენ მოიფიქრე ესეც.

ლექსო, შე, ავადმყოფო,
ბოლოს რად არ სვამ წერტილს?
ნულს შენ ვერ გაყოფ ორად —
ვინ არის გადამწყვეტი?

პასუხი არსად არის,
იქნებ კითხვაა არსი.
არა გსურს დასასრული —
და დასაწყისი გახდი.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი