მო


დგას ისევ ცივად დრო გამთიშველი,
რად შემეხორცე სულში იელო!
მო, ცისკარი ხარ ჩემში შიშველი
ცვალებადი და უხორციელო!

ყოფნა - არყოფნამ თუ არ მამყოფოს,
სიყვარულს მაინც არ შევეშვები.
მსურს კონფუცივით ვიავადმყოფო,
მქონდეს ოცნებით სავსე პეშვები.

ვუმზერი კანაფს როგორც ში - ძინი,
გადავტრიალდი კედლისკენ უცხო.
მე ყოველ ღამე ლექსთან ვიძინებ
და ყოველ დილა ქალივით ვვურცხვობ.

დგას ისევ ცივად დრო გამთიშველი,
რად შემეხორცე სულში იელო!
მო, ცისკარი ხარ ჩემში შიშველი
ცვალებადი და უხორციელო!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2012 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი