დემონების იერარქია
ღამის ფერებს სხივთა ჯარი დაერია მეუფლება რაღაც უცხო განცდა. რა ბროლივით გამჭირვალე ჰაერია, სული თითქოს სიშორეებს გაცდა. მე მივდივარ დაო, სადღაც ცისკარეთში ვემსგავსები კვლავ თავგასულ ყმაწვილს. სულს გავცემდი ახლა ერთ ღერ სიგარეტში სადაც არ სწამთ მეც იქ მინდა აწი. მე დავტოვე ნაძვისხე და გირლანდები და გავცდები საზღვრებსა და წესებს. თქვენს ნაქურდალ ნაფეხურზე ვილანდები, სითავხედე დავიყენე გვერდზე. პროტესტია ჩემი სულის მოშიება და ეს თოვლი თეთრი ლომის ფაფარია. ჩემს ფეხებთან მიიყუჩეს გოშიებმა და სიცივე სიზმრებივით მაფარია.... ვარაუდით, აღარ ხვეტავს ქარი ნამქერს და ღამეა დემონისთვის შესაფერი. " ზამთრის ზღაპარს ჰესესავით ვამინანქრებ და ამ გრძნობას ვერ ვუშველე ვერაფერი. " თოვდა... თოვდა შავი კაცის პოეზია, შენ ქედმაღლურ ფოთლებისა დაიჯერე. მე საფლავთან ბალახები მომესია, გაქცევამდე ალბათ მაინც დამიჭერენ. დამიჭერენ და სიყვარულს გამიწევენ.... დამიჯერეთ ანგელოზი მე არ მქვია, დავამარცხე ლუციფერის დემონები. ფრთიანები ჩემო მტერო მზეს არ ქმნიან ფრთიანები ფრთების წყვდიადს ვემონებით. დაჟანგული ფრთა მიმტყუნებს ალბათ ერთ დროს დაცემისას მოვკლავ ვიცი ადამიანს. ჩვენს სულებში დამიჯერე ჩემო მდედრო წაქცეული ლილიტი და ადამია. ვარაუდით, აღარ ხვეტავს ქარი ნამქერს და ღამეა დემონისთვის შესაფერი. " ზამთრის ზღაპარს ჰესესავით ვამინანქრებ არაფერში დანახული ყველაფერით. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2018 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი