არტურ რემბოს წერილი პოლ ვერლენს


ცამ ჩემი სახელი დაივიწყა,
მე კი ვარსკვლავებს დავარქვი თავი.
ეხება ცივად ნიკაპი ტანს,
მეხვევი, მთვრალი, უარყოდ.
ვგავარ ახლა იმ კაპიტანს,
ოკეანე რომ უარყო?
ოკეანეზე ვწერ ენით,
რომ დიდი ცრემლის ღელეა,
და ლექსი, როგორც ვერლენი,
სულ ერთი სისულელეა!
მთვრალი და გზააბნეული
ხულიგანი ვარ — რა უჭირს.
სიმტკიცე მიყვარს სხეულის,
ვით თევზის შიმშილს — კაუჭი.
ოკეანეში იშლება...
ცა — ვერ გაიგებ, ვის მხარეს.
ყველა კალამი ვიშიშვლე
და პოეზია ვიხმარე!
ვერლენ, აქ მსურდა, მყოლოდი,
სევდა მაქვს ბავშვის — ურყევი,
ცები დავლიე ბოლომდე
და მერე ზღვას გავუყევი.
ზღვას თავის სიღრმე შეეცნო,
სული იწვოდა დენთივით.
დამეცა მხრებზე მთელი ცა,
მაგრამ ვიდექი ღმერთივით.
სივრცე ჩემს სახელს იფერის,
გამშორდით, ბრმათა მრწამსებო!
სინათლე არის ცისფერშიც,
ჩემშიც ცისფერი არსებობს.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქელი)
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი