ღმერთი, რომელიც ჩრდილში მწიფდება
განვჭვრიტე ბედი მე, როგორც მაცნემ, ვუყვარვარ სიკვდილს და გვერდს არ ვუვლი. თეთრმა ყვავებმა სიზმარში მამცნეს ჩემი სიკვდილი — პოპულარული. ვერ ჩამომართვეს ცებმა სტატია და ვიწყებ სულის ცოდვით გავსებას. მგონი, სიკვდილი კარგი სტარტია, იქ, სადაც მიწა ცას ემსგავსება! დამასაფლავეს — მაგრამ ვერ მომკლეს, სანამ სიბნელეს ნათელს მოვფენდი. ჩემი ცხოვრება არ იყო მოკლე, თეთრი ყვავები ისევ მოფრინდნენ. და მე გავყვები მათ ცისკენ ჩუმად — მაცნე, რომელიც ნათელს მოიტანს. მე ვარ ბნელ ბაღში გაზრდილი ხურმა, მწიფდება ღმერთიც სიმარტოვიდან. აღარ ვიქნები — მაგრამ ვიქნები, სიკვდილი ჩემს ჩრდილს ვეღარ დამალავს, ღმერთი გახდება ჩრდილის ფიქრები, დრო მოკვდება — და არა სამარე! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი