მატლები


მატლები არიან პირველი ქმნილებები,
ბოლო აზრი ღმერთის,
რომელმაც ინანა ადამიანი.
ისინი არ ელიან აპოკალიფსს -
აპოკალიფსი მათი სამუშაოა,
ყოველდღიური და ზუსტი.
ხორცი მათთვის არის წიგნი,
რომელსაც არ აქვს ტყუილი,
და ყველა გვერდი ერთნაირად მთავრდება.

მე დავინახე წმინდანი,
რომელსაც მატლები ლოცვას აცლიდნენ,
ფენებად, როგორც კანს.
ზეცა დაიხარა მიწასთან,
როცა მიხვდა:

ყველაფერი ქვემოთ ბრუნდება.
სული დაიმალა სიტყვაში,
სიტყვა - პირში,
პირი - მიწაში.
მატლები იცინიან ღმერთზე,
არა ბოროტად -
უბრალოდ იციან გაგრძელება.
და როცა სამყარო დასრულდება,
არ დარჩება ცეცხლი,
არ დარჩება სინათლე -
დარჩებიან მატლები,
რომლებიც იტყვიან:

ახლა ყველაფერი ზუსტია.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი