წამთაღრიცხვის ნაგავი


შავი წმინდას აკურთხებს,
ჩრდილო, ღამეს მიუხველ,
ამოძირკავს ქვაკუთხედს
სინანულის სიუხვე!

შენ მიიღებ განთიადს,
სინანულო, საკუთრად,
შენი წმინდა სახელი
შავ ღრუბელმა აკურთხა!

შენ წაართვი სმენა გველს
შენ წაართვი ელვას ხმა.
და შემქმნელმა - მენაგვემ
პირველქმნილი შელახა.

ღმერთი სანთელს ღვრის ცაში
სურნელი აქვს აგავის.
მუდმივ წამთაღრიცხვაში
აგვიანებს ნაგავი!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
( მიქაელი )
2014 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი