ფერადი?


უფრო შავი ვჩანვარ ნახშირთან,
ჩემს ფიქრში ზღვარი სულ წვრილია.
შავზე ძალადობა გახშირდა —
ეშმაკისეული წვლილია!

მითხარით: როგორ ვარ ფერადი?!
ჭრელები მეძახით მე ამას?!
ჩემზე ბორკილები ღელავდნენ
და ჩრდილს ჩემი ფერი მეამა.

ყინვისას სახე გაქვთ ცისფერი,
წითლდებით, როდესაც გრცხვენიათ.
ვიღაცა სიყვითლეს იფერებს,
ვიღაც ცისარტყელისფერია.

მოვდივარ — აჩრდილი პირშავი,
წყვეტთ შავი იესოს ატანას.
ჩრდილები რაღაცას ნიშნავენ —
გამშორდი! შენ, თეთრო სატანავ!

მუდამ მონობისგან მოვრბოდი,
ფრთებსაც აღარ ვშლიდი ჟანგიანს.
ღმერთი თქვენ გახადეთ რობოტი,
არადა, ჩემსავით ზანგია!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი