სადაც ორი აღარ არის
ვეძებ ტკივილსა და შიმშილს, რწმენას არ სჭირდება შველა. ღმერთო, დაიკიდე შიში, ღმერთო, დაიკიდე ყველა. სულში ვაწარმოებ გათხრებს, სიტყვა სიგიჟემდე მიმყავს. ღმერთო, დაიკიდე საფრთხე, ვინც გიყვარდა ან გიყვარს. ნუღარ შემიყვარებ, ნუღარ, რადგან გამჯობინებს ტკივილს. მე დღეს არავიზე ვწუხვარ, მე დღეს არავიზე ვტირი. მე ხომ სულ არავის ვყავარ, მე ხომ სულ არაფერს ვითხოვ — არც ერთი ფინჯანი ყავა, არც ერთი ფინჯანი სითბო. მე დღეს არავიზე ვწუხვარ, შენზე გაფიქრებას დავხევ. ნუღარ შემიყვარებ, ნუღარ — ასეთ მოჩხუბარს და თავხედს. ახლა არაფერი მითხრა, წვიმა ცრემლებივით მოჩანს. მოდი, არაფერზე დიდხანს ვილაპარაკოთ და მორჩა. ვხედავ, როიალი დარდით სადღაც სიშორეზე უკრავს. მოდი, გამშორდი და წადი — ჩვენი მეგობრობის უკან. მე არ მოგაბეზრებ თავს, არა, ჩემი პოეტური მზერით. „შენი სამყოფელის დაბლა, ჩემი სამყოფელის ზევით.“ ურთიერთკავშირია თითქოს მე და ამ ნაფაზებს შორის — ჩემი თვითმკვლელური სითბო, შენი გაყინული ჭორი. რა რთული იქნება, დევნო, სინათლე, რომელმაც დაგწვა. მე ჩემში ვიპოვნი დემონს და სადაც არაფრის არ სწამთ... წავალ ჩემოდნით და საცვლით, მხოლოდ თეთრი ყვავი მიმყავს. სიტყვას არასოდეს არ ვცვლი — მიყვარს... არაფერი მიყვარს! ღმერთო, ნაკლები ვარ ვისზე? სიკვდილს შევაგებებ სიცილს. შენ არ შეგიძლია ისე, მე რომ ერთარსობა ვიცი. შენი ბრალი არი, რომ ვარ. რწმენა არ მჭირდება — რომის... ღმერთო, მე წავაგე ბრძოლა, მაგრამ ჯერ წინ არის ომი. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2019 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი