სხეულის ბერი
გამოვჭრი, მჯერა, სამყაროს ფერადს, სადაც დავხატავ ცაზე მზის იას. სული წავიდა სხეულში ბერად, სული მდუმარე ოაზისია. სხეული უნდა გავჭრა მაკრატლით, მაგრამ სულს ვხედავ მე — ბრტყელტარიანს. შენ ვერ გაიგებ, ღმერთო, ნაკლს მატლის, მიღოღავს, თითქოს ბრმა დეტალია. ქურდივით ვპარავ იმედს დიუმებს, ხან სითავხედეს ვპარავ ესენინს. მე ხომ დარჩენა ვიმედიუმე, მაგრამ ვერ მიხვდნენ ამას ესენი. გამოვჭრი, მჯერა, სამყაროს ფერადს, სადაც დავხატავ ცაზე მზის იას. სული წავიდა სხეულში ბერად, სული მდუმარე ოაზისია. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი