უთარგმნელი
განვიცდი ყველა ტკივილს სრულიად და მზეს უნდება ზღვების დასერვა. მთელი ცხოვრება ვირუსულია — რა შემიძლია... მუდამ ასე ვარ... მინდა, გავშორდე ხორცის კარანტინს, „დედდება სისხლში ვერაგი ხსენი.“ რა ვქნა, მკითხველო, რომ ვარ ტალანტი და ეს სიგიჟე ვერ აგიხსენი. თვითირონიავ, სიტყვა — „ჩვენ“ მშია, და წავალ სხვა ცას მე რიდიანი. „ჩვენზე მეტია ის, რაც ჩვენშია“ — ვაკუუმით და მერიდიანით. სჭირდება რითმას მეტი ტარაღი: „ღამეს დაიფრენს, ვიცი, მზის სახრე.“ ამ ეპოქაში ყოფნა არა ღირს, — დრო ვერ გაუძლებს ჩემს გვარს და სახელს. ტვინო, დღეს უნდა მოუგო ნიათს, სხეული სულის ნაკეც-თარგს ელის, და ვამბობ: ჯერ არ მოუგონიათ, რომ არ არსებობს ჩემი მთარგმნელი. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი