ღმერთის პარამეტრები


მე მინდა, ტვინმა ძალა მომცეს, რომ
დროს გავუტეხო ყველა პაროლი.
გადავწვავ გულს და ყველა პროცესორს
და მოვალ, როგორც ბრძენი „კაროლი“.

მე შევცვლი ცვლადს და ღმერთის პარამეტრს,
დავიწყებ მერე გენერაციას.
ნეირონულ ქსელს მოვიპარავ მეც
და კომპილატორს ვუცვლი ხასიათს!

ხელოვნურობა რას მოგცემთ ნეტავ,
ჩემი გონება უკვე პიკს ელის!
ახლა დრო არის, სუყველა მეტას —
გავაყრევინო დროის პიქსელი!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი