ფუნდამენტი
ჩამოდის ციდან, დროვ, შენი ჩრდილი, ხელში გაქვავდა და ქვას შევეხე. ქვის გულში სისხლი ჩქეფს — მორჩენილი, ფეთქდება ღმერთი, ბრბო, ქარიშხალი. ჩრდილი ცას ასცდა — მთა დავინახე, და დრომ დატოვა ხელებში ქარვა. შეხებას ვითხოვ — ვარ მათხოვარი, და ციდან ქარი სულ ამოვარდა! დუმილს ეკვრება ფრთად — ზედა მალა, და, როგორც სხივი, ბრბოს სევდას მალავ. შენ გიყვარს, ვიცი, დროვ, მაგრამ ცვარი — ქარვაში მოკვდა, როგორიც არი! ფურცელი დავწვი ვით ფუნდამენტი, ვერ უძლებს ღმერთი ტუჩების მტრობას. და მეორე დრო — თუ უნდა, მეტყვის: „რომ თვითონ გახდა ტურბულენტობა!“ ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი