მაკრატლით გაჭრილი ბგერა


გამომაღვიძე, ნეკნში დამარტყი —
უმოქმედობას, ტვინო, ნუ ითმენ,
სიჩუმეს ვუსპობ სადღაც ლამარტინს,
სიტყვას თავიდან ვაძლევ უიტმენს.

სიზმარს სიტყვაში ვმალავ ბრეტონის,
და დახშულ ხმაში ვთარგმნი პესოას;
აქ სიტყვას ყელში უდგას ბეტონი,
დამალულიც კი მინტერესებს.

უწერტილობის ახლა ვის სჯერა?!
ჩრდილთა ზოოპარკს ეძებს მიშიმა.
ყურმილს გადავცემ ყველა ფიცჯერალდს,
მაკრატლითგაჭრილ ბგერის შიში მაქვს!

უწესრიგობა დაეძებს კამინგსს,
სულს ვარქმევ კომპასს, ჟიულ ვერნივით;
როგორც ოთახში ხის ძველი სკამი —
დგას სიჩუმეში იუველირი

და არ პატიობს მე — გაყიდულებს,
დაკარგულ ხმაში გრგვინავს ფლობერი.
ვარ დანაკარგის მესაიდუმლე
და აბსურდზმის მცირე მფლობელი!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი