iPhone
„შუაღამის ბავშვებს“ ელოდებათ რუშდი, და მოდემის შუქთან ჩუმად სული შიშობს. ცივი ღამის სიზმრებს უმად შეჭამს მუშტი, და ციფრული ღმერთი ჩუმად ყლაპავს პირმშოს. თვალს ფარული შიში დაუყენებს მოდემს, ცივი სული ღამის სარკეს ეძებს კანში. გატეხილი ქსელი ეკრანიდან მომდევს, რომ ჩაკბიჩოს " ჯობსმა " ნახევარი ვაშლი. ცივი სული სარკეს ბოროტებას მოჰგვრის, მიეჩვია შუქი ღამის თვალთა ეკრანს. შუქი მოკვდა — სარკემ შვა ციფრული ოგრი, და ამ ოგრის თვალი შავ ტელეფონს ეკრა! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი