ღმერთი ქსელშია
ეკლესიის ჯვარი შეიძლება ელექტროსადენებში იყოს ჩახლართული, თითქოს ქალაქმა ღმერთი საკუთარ ინფრასტრუქტურაში ჩაამწყვდია. --- უზრდელი ლექსი მოვიგონე, სიყვარულს ვტოვებ გარდაცვლილს. სადღაც დაუკრავს მორიკონე, და ერთ ნამცხვარში გადამცვლის! ღმერთი ელექტროსადენებში ამაღამ მსურდა მომეძია — თამამი უზრდელი სიყვარულით, გადაიტვირთა პოეზია! ამ უტიფარმა იდეებმა ჩემი ქალაქი გადაღრუბლეს. ღმერთი ვიპოვნე კიდეებთან და მერე სელფი გადავუღე! აქ მთელი ჩემი უბანი ზის, გავტეხე ღმერთის პაროლი და ეს არის ნამდვილი ურბანიზმი — ვარდი ნაგავში ამოვიდა! ვისი დამტენით ვიტენებით? ჩვენ ვართ გატეხილი სისტემები! --- ეკრანზე სახე გვიღიმის, შიგნით კი ბატარეა კვდება. ყველა საკუთარ ღმერთს ეძებს, მაგრამ Wi-Fi-ს პაროლი არ იცის. ქუჩები სავსეა სიგნალებით, ადამიანებით — თითქმის არა. ღმერთი ონლაინ არის, მაგრამ ჩვენთან — „არ შემაწუხო“ ჩართული აქვს. ვიღაც ლოცვას აგზავნის ხმოვანად, ვიღაც ცოდვას — პირდაპირ ეთერში. მე კი ჩემს თავს ვტენიდი მთელი ღამე სხვისი დამტენის იმედით. და მაშინ მივხვდი: ღმერთი ქსელში კი არ დაკარგულა — ჩვენ დავკარგეთ ქსელი ღმერთში. --- და სანამ ქალაქი ღმერთს სადენებიდან ჩამოხსნიდა, მე კიდევ ერთი ლექსი გავტეხე — ოღონდ ამჯერად ღმერთის პაროლი კი არა, საკუთარი თავი. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი