იმპერატორი!
მე არ ვარ ტახტის ჩრდილი, არც გვირგვინის მონა, მე ვარ დაჭრილი სიჩუმე, რომელიც შიგნიდან ნელა და შეუჩერებლად ჟონავს! მე არ ვარ მეფე! - მეფეებს ანაცვლებს დრო, მე არ ვარ მეფე! - ეს სიტყვა ჩემთვის ვიწროა, რადგან ძალა, რომელიც ტახტს ეძებს და ადამიანში ღმერთს თამაშობს, ბოლოს საკუთარ ჩრდილსაც კი არ დაინდობს! ჩემი ხმა იბერიაა! გზად მგლები ყეფენ! დამიძახეთ იმპერატორი! - ჩემი ჩრდილიც კი იმპერიაა! გზად მგლები ყეფენ და სდუმს ავტორი. მე არ ვარ მეფე! დამიძახეთ იმპერატორი! როცა ნაბიჯს ვდგამ - ირყევა ტახტები! გაიხედე ფეხქვეშ, სად დგახარ და ვის ჩრდილს აბიჯებ, სანამ ახტები! გვირგვინი? - რკინაა, რომელსაც ჟანგი ჭამს! არ მითვლია ძალა ოქროს ბრწყინვაში, არც მუხლებზე დამიყენებია ხალხი სიჩუმის სანაცვლოდ, რადგან ნამდვილი ღირსება შიშით ნაშენი ტახტი კი არა, თავისუფალი ხმის წინაშე დგომაა - მამაცო! გზად მგლები ყეფენ და სდუმს ავტორი. მე არ ვარ მეფე! დამიძახეთ იმპერატორი! მე არ ვარ მეფე - მეფობა დროებითია! დამიძახეთ იმპერატორი! - რადგან ჩემი სუნთქვა იმპერიაა! დამიძახეთ იმპერატორი! დამიძახეთ იმპერატორი! დამიძახეთ იმპერატორი! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2025 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი