მარტივი რამ
დრო პატარაა, გული - დიდი. რაც ვერ შევძელით, ალბათ სიმართლე იყო ანა. და თუ ოდესმე ისევ შევხვდებით, არ გკითხავ რატომ. მე გავჩერდები უსიტყვოდ ბინდში ამჯერად მარტო! სიჩუმე მხრებზე ჩამომაწვება, რადგან აქ იმედები გაფანტულ ჩიტებს ჰგვანან! L’amour ne demande pas de bruit, ne cherche pas le drame. Il vient en silence, il reste en silence. Et quand il arrive - c’est la chose la plus simple au monde. ხელები გვქონდა ახლოს, გულები - შორს. და მე მაინც გეძახდი - დაბრუნდი, სახლო! შეინახე რაც ნამდვილი იყო - დარჩენილი გატეხვას სჯობს! გული - ცარიელი ოთახია, სადაც ნაბიჯები ექოდ ბრუნდება და სიჩუმე ნელა სწავლობს დრამს. წვიმა - დაუწერელი წერილია, რომელსაც ცა მიწას უგზავნის და ყოველი წვეთი ერთსა და იმავეს ამბობს - დარჩი! ეს არის ყველაზე მარტივი რამ. ახლა ღამეა მშვიდი, ვფიქრობ - რამდენი ცოტა ყოფილა საკმარისი, მაგრამ ჩემი ხმა აქ არ ისმის! ფანჯარაზე ჩამოკიდებულ შუქში ჩვენი ჩრდილები დგანან - როგორც ქარში გახსნილი წერილი, რომელიც ვერასდროს გაიგზავნა, და დაგვრჩა ნელი სინანული, ძვირფასო ანა! რაღაც პატარა სიტყვა ვერ გადავარჩინეთ იმ დროს - ახლა ის, როგორც დაუკრეფელი სუნთქვა, გულსა და სიჩუმეს შორის აჯობებს იდოს! გული ისევ ცარიელი ოთახია, მაგრამ კარს არ ვკეტავ. თუ ნაბიჯები დაბრუნდება, აღარ შევუშინდები დრამს. ცაზე ყოველთვის რჩება შეუვსებელი ანკეტა. როცა ამბობ „მიყვარხარ“, უნდა თქვა ბოლომდე. ეს არის ყველაზე მარტივი რამ. L’amour ne demande pas de bruit, ne cherche pas le drame. Il vient en silence, il reste en silence. Et quand il arrive - c’est la chose la plus simple au monde. დრო ისევ მიდის, უხმოდ, მშვიდად. ჩვენს შორის აღარ არის ხიდი - ვით ბასრი დანა. თუ კიდევ ერთხელ თვალებში შემოგხედავ, არ მოვითხოვ ახსნას. უბრალოდ დავრჩები ანა. რადგან მივხვდი - სიყვარული არ ითხოვს დიდს, არ ითხოვს ხმაურს, არ ითხოვს დრამს. ის ჩუმად მოდის, ჩუმად რჩება. და როცა მოდის - საკმარისია ხელი გაუწოდო. ეს არის ყველაზე მარტივი რამ. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2025 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი