მე ისტორიას ვწერ!


სიცოცხლე არ ითვლის წლებს — ითვლის აფეთქებებს,
როცა ერთი წამი მთელ სამყაროს სჯობნის.
არ შეევაჭრო შიშს,
არც უკვდავობის ტყუილს,
იცხოვრე ისე, თითქოს ბოლო სიტყვას წერ,
რადგან ბოლოს ყველა სტროფი ერთს ამბობს — Memento Mori!

სიცოცხლე არ ითვლის წლებს!
არ შეევაჭრო შიშს!
მე ისტორიას ვწერ!
მე ისტორიას ვშლი!

ხსნა ზემოდან კი არა — შიგნიდან მოდის.
და როცა ყველაფერი თავდაყირა დგას,
დრო ისევ ითვლის — არა წლებს, არამედ არჩევანს!

სიცოცხლე არ ითვლის წლებს!
არ შეევაჭრო შიშს!
მე ისტორიას ვწერ!
მე ისტორიას ვშლი!

სისხლში მირტყამს დაუწერელი კანონი —
იცხოვრე ხმამაღლა!



და როკენროლი წვიმს,
მუჰამედს მივუყვან მთას.
ჩემი ჩრდილი მიდის ჩემზე წინ,
მაგრამ მე ვირჩევ - გავასწრო თვითონ თავს.

სიცოცხლე არ ითვლის წლებს!
არ შეევაჭრო შიშს!
მე ისტორიას ვწერ!
მე ისტორიას ვშლი!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2025 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი