ვკაიფობ!


ქალაქი ბჟუტავს — ნეონის ქვეშ,
სისხლში თრიაქი, თვალებში — ფლეში.
ვკაიფობ, გესმის? მაფორიაქებს, ჩანგალი, თეფში!

ფეხქვეშ ასფალტი ცხელია — ო, როგორც ორთქლი.
მუსიკა, ღამე და აფთიაქი —
ეს ჩემი წმინდა სამებაა,
ვით კბილის ჩოთქი!
 
ვღეჭავ საკუთარ ხორცს და ვკაიფობ,
ვკაიფობ ღამით, როგორც შამანი.
ჩემი ხმა თქვენში მაგრად ჩაიფლო,
შავი ქარი, მარილიანი შაბიამანი.

და მოდის ძუძუ, მაგარს იწველის,
და ვხედავ კუნძულს დედამიწელი.

თავი მეხსნება როგორც წიგნი და
მე ავაფეთქებ ამ ცას შიგნიდან!

კაიფი მოდის, მოდის, მოდის!
შიშს კარს ვუხურავ!
თოვს და თოვს და თოვს და
მიყურებს თოვლი.
კაიფი მოდის, მოდის, მოდის, —
იშვა შუქურა!
სასოწარკვეთა დიასახლისობს
ჭიშკართან თრთოლვით!
კაიფით რწმენა უნდა გაივსოს!
კაიფი მოდის, მოდის, მოდის!
და უდებს " ჭიკარტს " —
მოტყების ტყეს და გამჭირვალე
მწყემსების ჭიქას!

ვკაიფობ — ხმას ვუშვებ ცაში,
ვკაიფობ — გული მირტყამს ხმაში.
ვკაიფობ — ნუ მთხოვ ხვალის პასუხს,
ვკაიფობ, მაგრამ კაიფი არ მსურს!
ვკაიფობ — სისხლი მღერის როკს,
ვკაიფობ — სხეული ცვლის ბლოკს.
მე ავაფეთქებ სიჩუმეს ზოგან,
შენც იკაიფე — სანამდი დრო გაქვს!

ბჟუტავს სიგნალი — წითელი მწვანე,
უსმინე — დრამი როგორ სუნთქავს,
ბასი ძარღვებში როგორ ყვირის, თითქოს და გწვავენ!

მე არ ვარ წმინდა — სინათლე იწვის,
მე მიყვარს ნაძვი, გირჩი და წიწვი!
წიწვი და სოკო!
შენ გინდა ლოკო, ლოკო და ლოკო —
ნაყინი  მარწყვის.
თეთრია ღაწვი,
გრძნობები დაწვით!
გრძნობები დაწვით!

ვკაიფობ — ნუ მთხოვ წესებს,
ვვკაიფობ — როგორც მეფე!
ვკაიფობ — გული ფერს ცვლის,
ვკაიფობ — როგორც მხეცი!

მე ავაფეთქებ!
მე ავაფეთქებ!
მე ავაფეთქებ ქალაქს შიგნიდან!


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2025 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი