დაღლილი ასფალტი


ქარები დაეძებენ ყოველდღე მის კვალს,
მაგრამ დღეს; უპატრონო ასფალტი რისკავს!
ფეხქვეშ იფანტება ნერვები ქალაქის,
პურზე გადასმული იყოსო კარაქი —

თითქოს და ასფალტი, დაღლილი, იცინის,
თავისი სიდიდით და თავის სიმცირით!
ასფალტის ფრეზი მას ოდესღაც ამოთხრის,
თეთრი ჯოჯოხეთით და შავი სამოთხით!

მოდიან ყინვიდან ასფალტზე ჩუქჩები,
ვით პურზე წასმული კარაქის ქუჩები.
და იარანგებიც მოდიან პინგვინით,
ასფალტს, რომ დაადგან მისივე გვირგვინი!

დაღლილი ასფალტი დაეძებს დასაკარგს,
და ჩრდილმა წაიღო თავისი ასაკი.

---

ის ხულიგანია — აქვს წესის რუკა,
ნაბიჯი წინ — და არცერთი უკან!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2025 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი