დანაწევრებული მეობა


მე სიღარიბით ვარ მავნებელი,
მომაქვს შიმშილის გემო გრაფინით.
სად მდებარეობს ახლა გრანელი
და სულის ჩაცმის გეოგრაფია!

მიწებმა ცების კუბო გაფინეს,
სულის სიმდიდრეს უნდა ამოსვრა.
ქვემოთ, სიღრმეში მინდა გავფრინდე,
ზემოთ, ზეცაში მინდა ჩამოსვლა!

სული ხორციდან ტაძარს გადევნის,
ჟანგს, ალბათ, ღმერთი ფრთაზე აზომავს.
გუშინ ვიყავი ნაძალადევი
და ახლა მსტუმრობს მთელი სანზონა!

ვუცქერ საგიჟეთს შიგნიდან შიგნით
და სულში სევდა კვლავ მონაზონობს.
მე მესაფლავეს წავართმევ გვირგვინს,
რომ კუბო მიწას კვლავ მოვაზომო!

ველებზე მუხლის დიდებულ ყვლეფას...
აღარ ვგრძნობ; არ ვგრძნობ აღარც რაინდებს.
მორჩება ღმერთში ოდესღაც ყეფა —
არარაიდან არარაიმდე!

ამოხტა სული ლირიკულ „მე“-დან,
გავხეთქე ღმერთი, დრო, ვარ, მეობა,
და გახდა მთელი მდგომარეობა —
დანაწევრებულ სამშობლოს სევდა!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი