Alienus Mihi Simillimus Est


მიწამ გვჭამა ხმები,
ნარჩენებად დაგვტოვა —
რწმენა ძვალია.

უცხოპლანეტელი —
ქალაქის ხმაურში დგას
და მე მგავს ძალიან.

Alienus mihi simillimus est.
Cosmos est bonus designus.

ღამე არ მიცნობს,
ქუჩებს თვალებით ვზომავ —
დროის ტურისტი.

და თუ დავიწვი,
ნაცარს დავაგებ გზად —
შენი გულისთვის

და როცა გავქრები,
სინათლე დამრჩება კვალად —
დრო მიაღწევს ნაპირებს.

მზე ჩადის შიგნით,
გული რკინას ჰგავს ახლა —
სიკვდილს ვაპირებ

Alienus mihi simillimus est.
Cosmos est bonus designus.

მიწამ გვჭამა ხმები,
ნარჩენებად დაგვტოვა —
რწმენა ძვალია.

უცხოპლანეტელი —
ქალაქის ხმაურში დგას
და მე მგავს ძალიან.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2013 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი