დედაპლატა


მე ვწევარ სულის დიდ პალატაში,
სადღაც კოსმოსში დაღრღნის მატლი ცას.
ვარ მოქცეული დედაპლატაზე —
და ვარ მატრიცა.

სამყარო არის ვირტუალური,
სულს ვკარგავ, როცა ხორცი ჭრის ლმობებს.
და თითქოს ჩემშიც სუნთქავს ქალური,
ვერ გავექეცი ციკლის ჭრილობებს.

ყოველდღე ღმერთი მაჭრის არათითს,
და ჭრილობაში ხსოვნაა სრული.
მეხსიერების მე ვარ ბარათი,
დედაპლატაზე მიბმული სული.

გრავიტაციის მე ვარ სოლისტი,
ვბერავ ელიფსურ სულის ტრომბონებს.
მე ვარ — სივრცეთა ვარსკვლავთშორისი,
უცხო კოსმოსის შვილი ობოლი.

სამყაროს ძალას ჩემში რომ ავლენს —
მიზიდვის ძალა მე მაქვს ნეტარი.
ვითრევ, ხილმცნობი, დროის მომავალს —
წარმონაქმნებით და მაგნეტარით.

მიზიდულობა წესებს არ იცავს —
გრავიტაციის მე ვარ სოლისტი.
ვირტუალური მე ვარ „მატრიცა“
და უშნო ქმარი — ლამაზ ცოლისთვის.

ყოველდღე მაჭრის ღმერთი არათითს,
უცქირეთ სულებს — ხორცის ასტრონომს.
მეხსიერების მე ვარ ბარათი
და „დედაპლატა“ მუდამ მპატრონობს.

ვარ ვარსკვლავური ომების თრომბი,
დროში მცურავი მე ვარ — თევზი მზის.
დროის ბანკომატს კი არ ვაჯობე —
მე თვითონ გავხდი ერთი თეზისი.

და, როგორც გიჟი, წესებს არ ვიცავ —
ჩემი სხეული „გიზას“ ტვინია.
ვირტუალური მე ვარ მატრიცა,
კოსმოსი — კარგი დიზაინია.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი