რაც დაკარგე, ის მე ვნახე


სიტყვამ მომკლა, დუმილმა კი —
რაც ვერა ვთქვი, გულში დარჩა;
გულში დარჩა, რაც ვერა ვთქვი,
დუმილმა კი სიტყვა მოკლა!

ამოგძახებს: „ეგო ვარო!“
რაც შიგნიდან არის შმორი!
დარდს აცადე, მეგობარო,
ასეთ ტკივილს სად იშოვი!

ბედს ვკითხო, თუ დაგიძახო?
ვიძინებ და ხავსს ვედები.
სიჩუმე რთავს მაგნიტაფონს —
თავის ძველი კასეტებით.

რაც დაკარგე, ის მე ვნახე,
ვინც სხვას ეძებს, თავს ვერ ნახავს;
ვინც თავს ეძებს, სხვას ვერ ნახავს,
რაც დაკარგე, ის მე ვნახე.

მდუმარება მაგრად მიპყრობს;
ცა აფეთქდა! ცა გაიპო!
შენთან ყოფნა ჩემთვის იყო
ლამაზი და საკაიფო!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2025 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი