მანა სველია


უყურე, იძრობს ბალანს — ურია,
და ოკეანეს ქაჩავს ჰარპუნით!
ქრისტე ყოველთვის ბალანსურია — ღვინით და პურით.

ქრისტე უყურებს ცეცხლში შესასვლელს —
თითქოს სახანძრო გასასვლელია!
არარსი მაწვიმს, ქრისტე არარსს ლევს,
მანა სველია!

პური ქვა გახდა — მოდი, შეეშვი!
მიწას თვალებში ნუ უცქერ დიდხანს
და მოტყუების ფერად ტყეებში დავტოვოთ ვირთხა!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2025 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი