ნულამდე დამთვლელი მექანიზმი


რა გზა მაქვს, ტაბლოზე დავითვლი სართულებს,
დამტოვეს და გაჰყვნენ კვლავ ძველ გზას მოყვრები.
ცხოვრება ლიფტია, რომელსაც ვართულებთ,
შედი და იცოდე, რომ უკან მოგყვები.

ვუყურებ წრეებში ჩაძირულ სახედრებს,
ლიფტივით ჩავყვები ამ დროის ვერტიკალს.
უკუთვლის მექანიზმს თვალებში ჩავხედე
და ცხოვრების ნულს თვლის არითმეტიკა.

ხანდახან მგონია, მიწისთვის ჩადრი ვარ,
გაფრთხილებ — ყოველთვის წყვდიადი მიმელის.
სხეულის ლიფტიდან საფლავში ჩავდივარ —
მესამე, მეორე და ბოლოს პირველი.

თუ არ დაიჭირე, წამებს თუ არ სდიე,
იქნები ყოველთვის უსახო ბრბოელი.
ვუყურებ ყოველთვის სხეულის „პადიეზდს“
და ლიფტი ღილაკის დაჭერას მოელის.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი