ხულიგანი კოსმოსში


წვეთი რწმენა გვაქვს თითო დაოსილს,
თეთრი ყვავები სულში ჩხავიან.
მთელი კოსმოსი არის ქაოსი,
და ღმერთი — ალბათ მზის ნახნავია.

ბგერა გაისმა მზის კიმონოში,
როცა ფეხები კოსმოსს დავაწყე,
ჰოდა, ვირთხების ვიწრო ორმოში,
ყველა თავმდაბალს თავზე დავარწყევ!

მე პოეტი ვარ, ვგავარ ხულიგანს,
მთელი კოსმოსი ჩემი გულია,
და ღმერთი მოაქვს ხელით ურიკას,
რომელიც ისევ შენიღბულია.

დიდება ლოთებს და უგუნურებს!
ღმერთი მე ვეღარ გადამიბირებს,
ფეხს ზემოთ არის სულის გუგუნი,
და ფეხქვეშ მთელი სივრცე ვიბრირებს!

მე იდეები ხელებს მომხვევენ,
აყაყანება სულში იდება.
დიდება ყვავებს, მეამბოხეებს
და შფოთისთავებს — ყველას დიდება!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი