ხორცში, ჩაქაფული სული


სული აღარ არის აბსტრაქტული და მატერიაში იხარშება, ეს არის ქართული ყოფითობის აბსურდული მითოლოგიზაცია.


---


დამლაშებულო მწყემსის ჩიხირთმავ —
შენში ეშმაკის რქა ჩაფლულია,
ღმერთო, გავრბივარ შენი ციხიდან
და ხორცში სული ჩაქაფულია!

ყრუ სილაჟვარდე სულში გაგივლის,
ვარდი სილაში დავა, მკრეხელო,
მსურს მოვიმარჯვო ლექსი „შლანგივით“
და ყველა ღმერთი დავაკერხერო!

გასვრილი სული აღარ ქალწულობს,
ჩემი მეტოქე დღეს ბრმა მტერია,
და ხალხის ხელში, ღმერთო, დაწნულო —
საჭმლად ქცეული ხარ მატერია!

ვის უნდა ჩემი სული ბითუმად?
ჩემს სახელს ახლა არ ჭამს ურია,
ჩემი უფალი არის — ბათუმი
და აჭარული ხაჭაპურია!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი