კოსმოსის ზურგიდან


მთელი კოსმოსი ერთი პატარა, ლამპით განათებული ზღვის ფრაგმენტია.



დიდი ვარ გონებით! დიდი ვარ გონებით!
და ვუცქერ ზურგიდან ამ კოსმოგენეზისს.
რელსებზე დამდგარან ჟანგის ვაგონები —
და წყლიდან ტვირთავენ სიღრმეებს გემები.

იწყებენ ლექსები ბრმა აპოკატასტაზს,
და კალმის წვერს, ალბათ, აზრები გადასცდა!
ზღვა ლამპის შუქში ჩანს, კვლავ ლიმინალური,
ზღვა არის უსაზღვრო და მინიმალური!


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
 2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი