საკუთარ თავში ამოვიდე
მსურს სიყვარულის ბევრჯერ დამყნობა, ნაცვლად — სიკვდილი ბევრჯერ დავსხალი; ერთ ვაშლს მე ყველამ გადამაყოლა — დღეს მე ვარ ვაშლზე ნაჯვარი მსხალი! ფესვები ჩემი მიწას ვერ ცნობენ, წვიმამ სახელი წაიღო ძველი; რაც დამრჩა — ნაყოფს გულში რომ ჰქონდეს, წყურვილი არი, ნახევრად — მწველი. ხან ვაშლის სუნი ამდის კანიდან, ხან მსხლის სიტკბო მაქვს სისხლში ჩამდგარი; სიყვარულს ვრგავდი ჩემსავე თავში — მარადიული ვარ დამნაშავე! მე, ვინც დამამყნო, იმათგან დამრჩა ჭრილობა — მწვანე, წვნიანი, წრფელი; მე კი ყოველი ტკივილის შემდეგ ამ უჩვეულო ნაყოფებს ვწყევლი! ახლა, თუ მკითხავ: „ვინ ხარ საერთოდ?“ — არც ვაშლი გეტყვი, არც მსხალი ძველი; მე ვარ ნაყოფი ყოველი ხელის, ყველა შეცდომის დიდი შედეგი. და თუ ოდესმე კვლავ დამამყნობენ, მკითხავ — ნაყოფი რომელი გავხდი? მე უკვე ვიცი — ვინც ერთხელ მოკვდა, ის გახარებულს, ხესავით გამხდის! მაგრამ თუ ბოლოს ნაყოფი დამრჩა, მე — სულ ერთ ტოტზე ჩამოკიდებულს, მე მას არ შევჭამ და — შევინახავ, რომ ცამ ვერ შეძლოს მისი წაღება. რადგან აღარ მსურს ეს არსებობა, არც სხვის ნაყოფად არ მინდა დავრჩე; მსურს — ერთხელ მაინც, ჩემი ფესვებით, საკუთარ თავში ამოვიდე და მერე დავრჩე. და თუ ჩემს ხეზე ვაშლი ამოვა და მსხლის სურნელი გაჰყვება ქარებს, ვიტყვი: სიკვდილი ვერ მომერია — მან სხვა ნაყოფად მაქციოს, ბარემ! თუ მკითხავ, ბოლოს მაინც ვინ დავრჩი — არც ვაშლი, მსხალი, არც ძველი მე ვარ: მე ვარ ჭრილობის დიდი ნაყოფი, სიყვარულამდე მისული ხე ვარ! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი