შავი კატა


ქალაქი სუნთქვას მალულად მალავს,
მალულად მალავს სხეულში მელას.
სიკვდილი მქონდა სწრაფი და მალი,
და მინდა, ახლა მისმინოთ ყველამ!—

საკუთარ ჩრდილსაც ვერ ვხედავ მე დღეს,
ამდენ ჩრდილობში და ამდენ ბრბოში.
ვკაიფობ, როგორც ექსტაზის მეფე,
იქნებ სიჩუმემ დამაბრუნოს შინ.

დილიდან რაღაც ვერა ვარ მწყობრში,
ქუჩები ფეხებს კარგავენ ნელა.
როგორც პოეტი და ავადმყოფი,
საკუთარ ჩრდილზე შეშლილი ვერ ვარ.

ღმერთივით სიცილს, ვიცი, რომ შევძლებ,
ავიღებ ყველგან მე გიჟის ბილეთს.
ასე მგონია, ქალაქი მებრძვის —
და ატრიალებს ჩემს თავში კბილებს.

ცა იკერება დღეს ჩემი ძარღვით,
ვჭამ საკუთარ ჩრდილს — სისხლიან პურით.
თვალებში ქუჩებს ვიტენი, ძაღლი —
ათასი ჭუჭყით ამევსო ყური!

და ჩემი ჩრდილი კვლავ ჩემ წინ გარბის —
გარბის და გარბის, შეშლილი ცხენი!

ეკლებით სავსე, მე — როგორც ზღარბი,
მე ვის მივყავდი, ვერ გავიხსენე...

გზაზე და გზაზე — ეს მე ვარ; ბრაზი,
გზას მაინც ჩემი ფეხები ხატავს,
დგას უწერტილო პატარა ხაზი
და შავი კატა —

მიყურებს ჩუმად,
თვალებით მწვანე,
თითქოს იცოდეს,
სად დავიკარგე.

მე მას გავყვები.
ის — წინ არ მიდის.
მე კი მივდივარ,
თუმც ვერ მივდივარ.

ქალაქი სუნთქვას მალულად მალავს,
და მელა ისევ სხეულში მღერის.
და შავი კატა ჩერდება გზაზე —

მე კი აღარ ვიცი,
რომელი ჩვენგანია
ჩრდილი.

და უცებ—

სიჩუმე.

არც გზა.
არც ქალაქი.
არც მე.

მხოლოდ შავი კატა
და უწერტილო ხაზი,
რომელიც ღამეში
გრძელდება.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი