მწვერვალი
მე ვიყურები იმდენად მაღლა, დაცემას ვარტყამ ძაღლივით ნიკაპს. დიდმა თუ გზა სხვა მხარეს წაიღო, ბეწვის ხიდს მაინც გაივლის ტკიპა. მაგრამ ცა ფეხქვეშ თუ დამიმძიმდა, ვერ გავექცევი საკუთარ მიწას, მაშინ გავიგე — მაღლა კი არა, ადამიანი ეცემა შიგნით. და როცა ბოლოს სიმაღლეც მოკვდა, მისი გვამი კი გახდა ჩემი ფრთა, მე აღარ ვცდილობ იმ ცამდე ასვლას — ახლა ცა ცდილობს ჩემამდე მოსვლას. და კოსმოსს ზომავს ვინც ცის სიმაღლით, ჯერ ვერ გაზომა სიცარიელე, რადგანაც დიდი გამარჯვებაა — როცა მიღწევის ისევ გრცხვენია. ბოლოს შევხედე ღმერთსაც ზემოდან — არ იყო ღმერთი — ის იყო ჩრდილი. და მივხვდი: მწვერვალს ვერსად დაიპყრობ, შენი ყურება მანაც დაიწყო... შენი სიკვდილით. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი