შენით იტენება მაუზერი


ცოტაც მოითმინე, გაუძელი,
გრძნობამ დაუთქმელმა გიკრა.
შენით იტენება მაუზერი
და გულს სამუდამოდ მიკლავს.

მგონია, ღმერთებიც უარმყოფენ —
ეს გზაც, ჩახმახიც და თოფიც.
შენს გვერდით, სიცოცხლევ, ნუ მამყოფებ,
არყოფნა სიცოცხლეს ყოფნის.

სიცილი იცი, რა ბევრია?
სიყვარულს მოჰყვა — იცისკრა.
ტრფიალით მოსული ნაღველია,
რაც ვერ მოვკალი, ისიც მკლავს.

ცოტაც მოითმინე, გაუძელი,
გრძნობამ დაუთქმელმა გიკრა.
შენით იტენება მაუზერი
და გულს სამუდამოდ მიკლავს.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2011 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი