დროის გაჟიმვა
დრო იწვა - არა საწოლზე, არამედ საკუთარ ჩრდილში, და საათებს, როგორც ტყვეებს, კბილებში ეჭირათ წლები. მე მივედი მის საწოლთან და ვუთხარი: ადექი, დროვ - შენ ხომ ყველას გვძარცვავდი, ახლა მოგპარავ შენს თავს. მან გაიღიმა - უჟანგბადოდ, ისე, როგორც კვდება წამი, და წამმა მითხრა: მე არ ვკვდები, მე მხოლოდ ვივიწყებ სახელს. მაშინ საათი გავხადე, ისარი - ძარღვიდან ამოვიღე, წარსული გადავაფარე მომავალს და "აწმყო " შუაში ჩავწექი. დრო წინააღმდეგობას მიწევდა —ლ- მეძახდა: მე ვარ მარადიული! მე ვუპასუხე: თუ მარადიული ხარ, რატომ გეშინია დასრულების? და პირველად დრო გაწითლდა. არა სირცხვილისგან - არამედ იმისგან, რომ მიხვდა: ადამიანი კი არ ცხოვრობს დროში - დრო ცხოვრობს ადამიანში. მე მას შევეხე და საუკუნეები დაიბზარა; შევეხე მეორედ - და მომავალი წარსულში ჩავარდა. მესამედ აღარ შევხებივარ. რადგან მივხვდი: თუ დროს ბოლომდე გაჟიმავ, მომენტს აღარ დარჩება არანაირი თავისუფლება. ამიტომ გავუშვი. ის წავიდა. მე კი დავრჩი ერთ წამში, რომელშიც დაბადებაც იყო, სიკვდილიც, სიყვარულიც, ომიც, და ის ერთადერთი კოცნაც, რომელიც ჯერ არ მომხდარა. მას შემდეგ საათი რომ რეკავს, არ მესმის საათის ხმა. მესმის დროის სუნთქვა: არ დამამარცხო. უბრალოდ იცხოვრე ისე, რომ როცა მე გაგივლი, შენ არ გამიარო. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი