ჩვენ კი არ დავწყდით


არც სიყვარული, არც ღალატი — თვითონ მომადგნენ,
დამნიშნა ბედმა, გადმომხედა ასე, თავისით,
თოვლის ფიფქები შემესივნენ მონღოლებივით
და ხელის გულზე მოღალატის ცრემლი დავისვი.

რაში გვჭირდება ბრბო, უვიცთა სოლიდარების?!
შენ სისხლო ჩემო, მონღოლივით მოიპარები,
არ გაგაჩნია არც საზღვრები და არც დოზები,
მოდიან მწუხრში დაჟანგული ანგელოზები.

ჩვენი თვალები ცრემლგაბმული ობობებია,
დრო არის, ტკბობით, სულის ღელვა უფრო ადიდდეს.
ჩვენ კი არ დავწყდით — ახლა ჩვენგან დიდი ქვებია,
და მე ვადიდებ!


მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2019 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი