აიწონა - დაიწონა
აიწონა მთვარე - ღამე დაიწონა, ცაზე ვარსკვლავების ჩუმი სასწორია; წონასწორობა ღმერთმა გაისწორა - ნეტა სიყვარულსაც როდის აწონიან?! აიწონა ცრემლი და ზღვა დაიწონა და ზღვამ კი ცრემლი ვერ აიტანა; ზღვა უსაზღვროა, და ცრემლმა იცის, რატომ გაჩნდა და ვისთვის იღვარა. აიწონა ბრძენი - ბავშვმა დაიწონა; ბავშვმა კითხვა დადო და კაცმა - პასუხი; პასუხი დამარცხდა და კითხვა გადარჩა - სიბრძნე იქ იწყება, სადაც ჩნდება „რატომ?“ სამყარო მთლიანად აიწონა და თავი რიცხვებმა წაშალეს; სასწორის ნემსი გაიყინა - არც აიწონა რამე, არც დაიწონა რამე. მხოლოდ ერთმა სიტყვამ დაიტოვა წონა - სიტყვამ, რომელსაც ვერავინ აწონიდა: „მიყვარხარ.“ ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2014 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი