ყარს არსებობა
დღეს პოეზიას სუნი ასდის მეტად ბორდელის, ბნელ ოთახისკენ მეძავივით მომყვება რითმი. ლპობა ყვავილობს, სილამაზე კვდება ბოდლერის, მარადისობა დგას — უსისხლო ციკლია თითქმის. დამალულ ტკივილს სხეულიდან სურს ამოსულვა, ჩრდილი გათეთრდა — არაფერი ისმის ღმერთისგან. სიყვარულისთვის, დამიჯერე, მე არ მოვსულვარ, სიკვდილსაც შერჩა ჩემი სული ჩამოღვენთვისგან. სულის სიკვდილი იწერება მთვრალი ჰაფეზით, გერქვას პოეტი, ნიშნავს — გტანჯოს სულმა სპექტრივით. ყარს არსებობა, ლექსი სულის არის ტრაპეზი, რადგან სხეული საცობია, ტვინი — პროსპექტი. არსებასაც კი სწორი კურსი არ უკავია, რადგან სიცოცხლე სიკვდილია თავისი არსით. წმინდა უკანლის გათბობაში მზეც უკვდავია — აქ ზურგს ემთხვევა სიმართლე და პირს — მისი ფასი. სისხლი მძაფრია, ცას ღალატის სუნი მძაფრი სდის, მე ფუძის ნიავს გავაქარებ — ფუძე ვისია? თავისუფლება თუკი დარჩა, სულო — გაფრინდი! რადგან სითეთრე ჯერაც კიდევ იქით რძისია. მე აქ დავრჩები, სანამ სუნი არ გათენდება — ლექსად იქცევა სუნი, ხოლო, ცოდვა — ზმანებად. ოღონდ ნუ მომკლავ — სიბერემდე მინდა გავთეთრდე, უკანასკნელი ლპობის სუნი — გამთენიანება. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი) 2019 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი