წლების სიტკბო
სიყვარული მიქაელს რით ვერ შემღირსებია? — სული ქარში დავმარხე, როგორც თეთრი სოსანი; დრო ბებიად იქცა და წარსულს ღერღავს ბებია, წლების ტკივილს სიტკბოდ ცვლის — ბებიაა მგოსანი. სიყვარულის მინდორში გაერეკა ძროხა შორს, თითქოს მარადისობა ბალახს ძოვდა — იტყოდი; და თვით მარადისობას ნარაჯის მოხარშვა სურს, რომ ბებიის ხელებმა წლებს აჭამონ სიტკბო. რაც წლებმა ვერ წამართვა — ბავშვობაა, მაჟალო, აქ ბავშვობა აწმყოში დარჩენილი წლებია; და წარსულმა აწმყოს კვლავ, მისცა ძალა კაჟივით, აქ ჩუმ წარსულს მომავლის ძალა მისცა ბებიამ. სული არის ტრაპეზი და მაღალი კლდე — გული, ცა მწიფდება, როდესაც მიწას ხურმა შემოაქვს; დროს ჭრილობას უხორცებს და სიბერეს აცისკრებს — რაც ტკივილად დაიწყო, სიყვარულის გემო აქვს. ძველს მოვკიდე ხელი და მომავალში გავლიე, წითელთმიან ჩირაღდანს ქარი აქრობს, ბებია; შენს სიტკბოში თავიდან წლები გავიხვალიე, ცა თვალებში დაბერდა — ნეტა, რად დავსებია? რაც წლებმა ვერ წამართვა — ბავშვობაა, მაჟალო, მწვანე კბილის კვალივით ენაზე შემრჩენილი; გუშინდელი დღე ისევ თბილი დღევანდელია, და მომავლის გულში კი, წარსულია ჩენილი. ძველს მოვკიდე ხელი და მომავალში გავედი, ქარმა წითელ ჩირაღდანს თმებში გაუბერა; იქ ბავშვობა ბუხართან საუკუნეს გაათბობს — წლები აღარ ბერდება ბებიაში, მჯერა! აქ დროს მოშივებია ბებია და ბავშვობა, საუკუნე ოდითგან სიტკბოს ჭამდა მაშინ; განთიადმა ჩემს გულში კვლავ მტრედებად იბუდა — და ბებიის დრო ხელში — დარჩა ისევ ბავშვი. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2012 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი