ძალიან არაუშავს


მშორდები? ძალიან არაუშავს —
მაინც არ ვიყავი მოვალე.
შენ წადი — გზას გზა არ აუშვა,
მე საკუთარ თავამდე მივალ.

რაც დამრჩა, ის მე ვარ, ძვირფასო,
საკუთარ თავსაც ვერ წავართმევ.
აქ ყველა დაკარგვა დასრულდა —
მე მოვიპოვე — და მეყოფა.

უწერტილობიდან მოვფრინავ,
საწყისი ჩრდილი აქ — ძვირს ფასობს.
თურმე, საკუთარი თავი ყოფილა —
ყველაზე ძვირფასი, ძვირფასო!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2019 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი