სადაც ჩემი ჩრდილი არ მეკუთვნის


ჩრდილს ვკარგავდი მზის ჩასვლისას,
ვფიქრობდი — ჩემი წავიდა.
ღამემ კი ჩუმად მითხრა:
შენი კი არა — სინათლე წავიდა.

დილას ჩრდილი ისევ მოვიდა,
მე კი — სხვა კაცად მოვედი;
მაშინ მივხვდი: ჩრდილი კი არა,
თავი მქონდა დაკარგული —
როცა სხვის ნათელს ვტოვებდი.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი