ლოკოკინა


ზურგზე — სახლი,
სახლში — გზა;
გზაზე — კვალი,
კვალში — ცა.

კვალზე — ნამი,
ნამში — მზე;
მზეზე — სითბო,
სითბო — მე.

ზურგზე — სახლი,
სახლში — გზა;
გზაზე — კვალი,
კვალში — ცა.

დროში — წამი,
წამში — დღე;
დღეში — ჟამი,
ჩემში — შენ.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2016 წ.3

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი