სიცრუის წმინდა ტაძარი


და დგანან გზაზე როგორც ბოზები -
როგორც სიცრუის წმინდა ბოძები,

ღამე მათ ჩრდილში ყიდის ნათელს;

ადამიანი მაშინ ხდება საკუთარი ტყუილის ტაძარი,
როცა სიმართლეს კარს უღებს - მხოლოდ იმისთვის,
რომ შიგნით შემოსული სინათლე საკუთარი ჩრდილით მოკლას.

ბოლოს  -
გზაზე ისინი კი არ იდგნენ:
ჩვენ ვიდექით მათ ჩრდილში,
და მთელი ცხოვრება
საკუთარ თავს ვეძახდით -
ბოძები.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი