მშვიდობით — სქოლიო — მშვიდობით!


პასუხის ნაცვლად ღმერთს ირჩევ და გზად ტვინი ძენძე,
სიწმინდეს კოცნი — და ჭრილობას ვერა — ვაი, რომ;
საკუთარ ჩრდილში ვერ შედიხარ, სიწმინდეს ეძებ,
მერე ნათელში იმალები - ნათლისნაირო!

ჰოდა მთავარ ტექსტს გამოაკლდი — ვითა სქოლიო,
შენიშვნად დარჩი, მეტი ვერა — კვდები, მშვიდ დობით.
კვდება მელანიც — უსასრულო მელანქოლიით,
მშვიდობით — სქოლიო — მშვიდობით!

და ბოლო სიტყვას სისხლი დაწერს — დაწერს ვენები,
დუმილი სისხლში გამტყდარია მძიმე ხივილით.
მე ფრჩხილებით ვთხრი ქვეყნის მიწას ჭუჭყიან რწმენებს,
მერე სიმართლეს კბილებით ვჭამ — ვიკვნეტ ფრჩხილივით.

საკუთარ სისხლს ვკბენ, ამ სახელმა გვარსაც აჯობა,
ღმერთის კი არა —  მე საკუთარ სიკვდილს ვშიშობდი.
შენ დამარხულო, თავო ჩემო — კვლავ გამარჯობა!
მშვიდობით — სქოლიო — მშვიდობით!
 


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი