ღმერთო!
შენ არ იყავ, ქალებს ეშხი, რომ არგუნე ნიჭად? მათი ვნებით ატეხილნი ბაგეებს, რომ ვიჭამთ. შენ არ იყავ, გულებში რომ მოგვივლინე მწუხრი. რატომ უნდა მოვიდრიკო შენს წინაშე მუხლი?! დავუსერავ მუზებს ვენებს და მივანდობ რინდებს. ნეტავ, მე რა მომასვენებს და რა გამარინდებს?! ჩემს თვალებში წაიკითხე ეს წუხილი ერთობ. ენა მაქვს და გეკითხები: ღმერთი არ ხარ, ღმერთო?! კაცის შვილი აშიმშილე — შეგუება მიჭირს... ამას დარდით გეუბნები, თითისტოლა ბიჭი. ირგვლივ ყველგან კითხვებია, ვერ მიგიღებ — ჯერადს. არც არავის ვეკითხები, არც არავის მჯერა! სიყვარულის მე არა მწამს, განცდისა მწამს ერთობ. ამ ცხოვრებით განაწამებს შენ მიმიღებ, ღმერთო? გავიტარე გულში დამბლა — არც კი მახსოვს, როდის. უფალი კი ჩემთან დაბლა იმის მერე მოდის — რაც ვიწამე. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2013 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი