დარღვევა


და ჩემი სული შენსკენ დაიხარა — როგორც ღმერთის წინაშე, მაგრამ ღმერთის მცნების წინააღმდეგ.

---

ნექტარს ჰგავს შენი — მაცდური კოცნა,
ცა შემომესხა, მერე ვმოსე ცა.
აკრძალვა სისხლში ჩავწერე, როცა —
მერე შევეხე გულში მოსესაც.

ღამე ჩამოდის შავ ფარდად ცაზე,
ქარი ტაძრების ზარივით გლოვობს.
მე შენ გიწოდებ ჩემს ბოლო სახელს —
ლამაზო ცოლო!

შენ ხარ ის კითხვა, პასუხს რომ ითხოვს,
ის სიბნელე ხარ, ცეცხლსაც რომ მოსავს.
ვიგრძენი: შენი შეხების სითბო
და ცოდვა — ასე, წმინდად მომესმა.

ზეცას შევეხე და შერცხვა კოსმოსს,
მცნება გაუქმდა — უქმეა, ჰოდა —
მინდოდა, ცოდვით ცა შემემოსა
და გულს სახელი შენი რქმეოდა.

შენს ბაგეებში სხივად შევედი
და ჩემს ვნებაში ზეცა ჩავიდა.
როგორც — ალან პოს, როგორც — ტერენტის —
სიკვილი მიყვარს ყველა ჩქამიდან.

დავიწყებ ვნების აკრძალულ ლოცვას
და ეროტიკულს ვქმნი ტრანსგრესიას.
ცოდვაც მუხლს იყრის სურვილთან, როცა —
მოდის შიმშილი და აგრესია!

მე საკუთარ თავს გავიყვან ბრბოდან,
ჩრდილი ვერ მშველის და ცა ჩაიქცა.
წმინდა მუსიკა თავის აქვს — ცოდვას,
და ცოდვამ ღმერთის სახე ჩაიცვა.

ცებმა დაკარგეს მიმართულება,
ფუძის ნიავიც ძაღლივით მიღრენს —
მაგრამ შენ დარჩი — ბოლო სინათლედ,
რომელმაც ბნელსაც ასწავლა სიღრმე.

და თუ მე ღმერთი ოდესმე მკითხავს:
— რად დაარღვიე ეს — ყველა მცნება?
ვეტყვი: „ქმნილებას შენსას ვუყვარდი —
მაგრამ რა ვუთხრა საკუთარ ნებას?“

სიცარიელემ ღმერთი გამიხმო
და ჰკიდებს ღამით ქარი ტოტს ხელებს.
აკრძალულ კართან ვრჩები და მიხმობს —
დისკუსიაში არისტოტელე!

ხვალიდან — ჩემი თავი მირეკავს,
რადგანაც დრო და სივრცე შესძრახოს.
სული შენს სურვილს ისე მიეკრა —
თითქოს ღვთის შემდეგ შენ დაგეძახოს.

ანტიდოტები არა აქვთ ვნებებს,
სურვილის ექო ჩუმად მომესმა.
შენა ხარ ჩემი სუყველა მცნება —
სიამოვნებით ვარღვევ, რომელსაც!


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი